NATO მიმდინარე წელს ევროპაში რუსეთის სამხედრო საჰაერო აქტივობების გახშირების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში NATO-მ საკუთარი საჰაერო ძალები ევროპაში 400-ჯერ აამოქმედა, ამის მიზეზი კი 90%-ის შემთვევაში რუსეთიდან ალიანსის წევრი ქვეყნების საზღვრებთან უცნობი სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნა იყო.
NATO-ს ინფორმაციით, რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციას, რადგან რუსული მხარე არ გადასცემს ფრენის გეგმას, არ ეკონტაქტება საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლებს და არ გასცემს სამხედრო თვითმფრინავების კოდს, რომლითაც თვითმფრინავის პოზიციისა და სიმაღლის დადგენაა შესაძლებელი.