29 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
ხშირ შემთხვევაში ნებისმიერი საქონლის სხვა კონტინენტიდან გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ჩვენი ყველაზე მთავარი ამოცანა უნდა იყოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საბოლოო ჯამში, კეთილდღეობის მიღწევა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

მისივე თქმით, როგორც პანდემიას, ასევე ეკონომიკურ კრიზისს სწორედ ასე დავძლევთ.

"უნდა გადავეწყოთ, დღეს სხვა ეპოქაა, პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა და ეკონომიკა სულ სხვანაირი იქნება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში საქართველოში სხვა კონტინენტიდან გამოწერა ნებისმიერი საქონლის უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალებით გამოიწერო და მარტივად მიიღო შენაძენი ნივთი.

ამიტომ ყველაფერი უნდა გადავახალისოთ როგორც მთავრობამ, ასევე ბიზნესმა და ყველაზე მთავარი ამოცანა თითოეული ჩვენგანის უნდა იყოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საბოლოო ჯამში, კეთილდღეობის მიღწევა ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ასე ერთად დავძლევთ ამ კრიზისს, როგორც ეპიდემიას, პანდემიას, ასევე ეკონომიკურს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები