29 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
შსს-მ პატრულ-ინსპექტორებს საქართველოში შეკერილი ზამთრის უნიფორმები დაურიგა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრულ-ინსპექტორების ზამთრის სამუშაო ფორმა შეცვალა. უწყების ცნობით, თანამედროვე დიზაინის თბილი ქურთუკები და ზამთრის ფეხსაცმელები სპეციალურად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის არის შექმნილი და ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, პატრულ-ინსპექტორების ზამთრის ახალი უნიფორმა შეკერილია საქართველოში, მაღალხარისხიანი და გამძლე მასალისგან. საპატრულო პოლიციის სამუშაო რეჟიმიდან და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნიფორმის შექმნისას გათვალისწინებულია, როგორც მისი კომფორტულობა, ასევე, თერმორეგულაციის კომპონენტი და ხარისხი.

მიმდინარე კვირის განმავლობაში, ზამთრის ახალი უნიფორმები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპატრულო პოლიციის 4000 თანამშრომელს დაურიგდა.

დღის ამბები