29 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
დღესასწაულების შემდგომ მოსალოდნელი ახალი ეპიდაფეთქება - ენტონი ფაუჩი

უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მსოფლიოში ეპიდსიტუაცია შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს. ინფექციურ დაავადებათა ექსპერტების განცხადებით, მიუხედავად მოწოდებებისა საზოგადოება სადღესასწაულო პერიოდში დაწესებულ რეგულაციებს არ ასრულებს, შედეგად იზრდება ალბათობა, რომ შობა-ახალი წლის შემდეგ მკაცრი ლოკდაუნი მსოფლიოში კვლავ დაწესდება.

"ჩვენ მართლაც ძალიან კრიტიკულ წერტილში ვართ, შეშფოთების საფუძველია შობის და ახალი წლის დღესასწაულების შემდგომ პერიოდში მოსალოდნელი ახალი ეპიდაფეთქება, რადგან ჯანდაცვის ექსპერტების მოწოდებების მიუხედავად, ადამიანებს უჭირთ სადღესასწაულო დღეებში ერთმანეთთან კონტაქტისგან თავის შეკავება," - აცხადებს აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი.

ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ საზღვრებზე შეზღუდვები დააწესა - დაიხურა ზამთრის კურორტები. ეპიდსიტუაცია უკონტროლო ხდება აზიის ქვეყნებშიც, სამხრეთ კორეაში ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად რეკორდულად იზრდება, იაპონიამ იმპორტირებული კოვიდ შემთხვევების ზრდის გამო საზღვრები ჩაკეტა.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 81 მილიონს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 57 მილიონზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 22 მილიონს აჭარბებს.

დღის ამბები