29 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
HBOmax-ი საკულტო სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" გაგრძელების გადაღებას გეგმავს

HBOmax-ი საკულტო სერიალის - "სექსი დიდ ქალაქში" გაგრძელების გადაღებას გეგმავს. სერიალში ამჯერად 4 მთავარი გმირის ნაცვლად სამი - კერი, მირანდა და შარლოტა გამოჩნდებიან.

სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევის თავის როლებს დაუბრუნდებიან. თუმცა, ახალ პროექტში არ მიიღებს მონაწილეობას კიმ კეტროლი, რომელიც სამანტას როლს ასრულებდა.

ახალი სერიალის სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ინფორმაციაზე კომენტარი არც HBO Max-ის წარმომადგენლებს გაუკეთებიათ.

"სექსი დიდ ქალაქში" ეკრანებზე 1998 წელს გამოვიდა.

დღის ამბები