დონალდ ტრამპმა 2 ტრილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა. შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტში შესწორებების შეტანის გარეშე ხელმოწერაზე უარს აცხადებდა და მოქალაქეებისთვის განკუთვნილი დახმარების 600 დოლარიდან 2 ათას დოლარამდე გაზრდას ითხოვდა. თუმცა ტრამპს კანონპროექტზე ხელმოწერა შესწორებების გარეშე მოუწია.
ფინანსური პაკეტის ორშაბათამდე ვერ დამტკიცების შემთხვევაში ფედერალურ მთავრობას ნაწილობრივი "შათდაუნი", 14 მილიონამდე ამერიკელს კი დახმარების გარეშე დარჩენა ემუქრებოდა.