29 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
პარლამენტი ამნისტიის პროექტზე მსჯელობას იწყებს - განხილვებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

ამნისტიის პროექტზე მსჯელობას პარლამნეტში კომიტეტები იწყებენ. ინიციატივის განხილვა დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე იგეგმება. საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა დეპუტატების გარდა შეეძლებათ საკითხით დაინტერესებულ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს.

ამნისტიის პროექტის მიხედვით, სასჯელის გაუქმება ან შემსუბუქება არ ეხებათ მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს, მათ შორის არც მათ ვისაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად განიხილავს. პროექტის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ განხილვებიდან გამომდინარე მასში ცვლილებები შევიდეს.

"მზადყოფნა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ აქტიური კონსულტაციები გავმართოთ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებსა და სახელწიფო დაწესებულებებს შორის, რის შედეგადაც გვექნება საშუალება საუკეთესო, დაბალანსებულ ვერსიაზე შევთანხმდეთ.

გათვალისწინებულია არაძალადობრივი კატეგორიის დანაშაულები," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები