თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, 29 დეკემბერს, სოჭში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
შეხვედრაზე რეგიონულ და საერთაშორისო პრობლემებს განიხილავენ, მათ შორის სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.
განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება და ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის თურქულ-რუსული ერთობლივი ცენტრის საქმიანობა იქნება.