29 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
ასოცირების შეთანხმების დაჩქარებული იმპლემენტაცია იქნება საფუძველი, რომ საქართველოს ჰქონდეს ამბიცია 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე - მაკა ბოჭორიშვილი

რამდენიმე წუთში პარლამენტი საგარეო პოლიტიკის შესახებ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს პირველი მოსმენით უყრის კენჭს.

"ამჟამად ევროკავშირთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, 2021-27 წლებისთვის ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის განსასაზღვრად. 2024 წლამდე, ასოცირების შეთანხმების დაჩქარებული იმპლემენტაცია იქნება პირველი საფუძველი იმისა, რომ საქართველოს ჰქონდეს ამბიცია 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

14 პუნქტში ჩაიდო ის მთავარი საგარეო პრიორიტეტები, რაზეც მომდევნო 4 წელი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იმუშავებს.

"პუნქტების უმრავლესობაში შესულია დაზუსტებები, რაც შეეხება ახალ პუნქტს, ის გაჩნდა საერთაშორისო დავებთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აწარმოებს 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ასევე ორად გაიყო ევროკავშირის მუხლი და ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობები," - აღნიშნავს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

დღის ამბები