29 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა იზრდება - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში საწოლების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით იზრდება.

"რაც შეეხება საწოლების რაოდენობასა და დატვირთვას, გარკვეული შემსუბუქება აქაც შეინიშნება. დილის მდგომარეობით, კლინიკაში იყო 5672 პაციენტი, მათ შორის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 350 ადამიანი და ინტენსიური თერაპია სჭირდება 1257 პაციენტს. გარკვეულად, საწოლების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით იზრდება,"- აცხადებს თამარ გაბუნია. 

დღის ამბები