ქრისტიანული სამყარო დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, რომის პაპმა ფრანცისკემ საშობაო მესა ჩაატარა, რომელსაც წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, მხოლოდ 100-მდე ადამიანი დაესწრო.
ღვთისმსახურება ჩვეულებრივზე ორი საათით ადრე დაიწყო, რათა ტაძარში მყოფ პირებს სახლებში დაბრუნება კომენდანტის საათის დაწყებამდე მოესწროთ.
ტაძარში მყოფ ყველა პირს, თავად პონტიფიკოსისა და მგალობელთა გუნდის წევრების გარდა, პირბადე ეკეთა.
შობის დადგომა რამდენიმე საათით ადრე იზეიმეს ბეთლემში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საზეიმო ლიტურგია მცირერიცხოვანი მრევლის თანდასწრებით ჩატარდა.