29 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
14 მომხრე 1 წინააღმდეგი - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ისევ თორნიკე რიჟვაძე იქნება

14 მომხრე 1 წინააღმდეგი - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ისევ თორნიკე რიჟვაძე იქნება, უცვლელია ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაც.

გადაწყვეტილება დღეს აჭარის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად მიიღო. მთავრობის შემადგენლობა საკანონმდებლო ორგანომ 14 ხმით დაამტკიცა. თორნიკე რიჟვაძეს და მის გუნდს მხარი უმრავლესობის სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა.

უმაღლეს საბჭოში მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აჭარის მთავრობას ნდობას ვერ გამოუცხადებს.

მთავრობის დამტკიცების თაობაზე მოსმენები უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში გუშინ დაიწყო.

თორნიკე რიჟვაძემ დეპუტატებს განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო გეგმები გააცნო.

დღის ამბები