29 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინა

თბილისის მასშტაბით 19 აფთიაქი გამოვლინდა, საიდანაც სისტემატურად, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია ხდებოდა.

აფთიაქებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 1-დან 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები