29 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
საქართველოს მოქალაქემ როგორც მე დამავალა მათი თმენა და მათთან მუშაობა, მათ დაავალა ჩემი თმენა და ჩემთან მუშაობა - გიორგი გახარია ოპოზიციაზე

პრემიერ-მინისტრის თქმით, დიალოგი პერსპექტივა კი არა, არამედ ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქემ პოლიტიკურ ძალებს დააკისრა. ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, არსებობს თუ არა დიალოგის რესურსი ოპოზიციასთან.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, მმართველ გუნდს ეს პასუხისმგებლობა გააზრებული აქვს და დიალოგისთვის მზად არის.

"მე შეიძლება ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი უფრო მომწონს, ზოგი - ნაკლებად, ან საერთოდ არ მომწონს, რადგან მისი ფასეულობები არ მესმის, მაგრამ ჩემს გემოვნებაზე ხომ არ არის საქმე?! საქართველოს მოქალაქემ თქვა, რომ პარლამენტში იჯდეს ეს ხალხი და ისევე, როგორც მე დამავალა მათი თმენა და მათთან მუშაობა, მათ დაავალა ჩემი თმენა და ჩემთან მუშაობა პირობითად. ამიტომ, ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაიაზროს. დიალოგი არის ვალდებულება, ამ ვალდებულების გააზრებით ვმოქმედებთ ჩვენ და დიალოგისთვის ყოველთვის ვიქნებით მზად," - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები