29 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან თებერვლამდე გამოიყოფა

კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოიყოფა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის ­კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას, ცოტა ხნის წინ, განაცხადა.

გახარიას თქმით, უწყებების განცალკევება პროცედურულად თებერვლის თვემდე მოხდება.

"კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფის საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია. კულტურისა და სპორტის სამინისტრო როგორც იყო ადრე განათლების სამინისტროდან გამოიყოფა. ეს დამოკიდებულია იმ საკანონმდებლო და სამართლებრივ პროცედურებზე, რომელიც აუცილებელია და ვფიქრობ, რომ თებერვლის თვეს ეს არ გადასცდება," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა,  გიორგი გახარიას განცხადებით, კულტურის სფეროს ბევრ დაწესებულებას ფინანსური მხარდაჭერა გაეწია, რათა თანამშრომლები არ გაეშვათ.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩანს, რომ პანდემიის პირობებში კულტურის სფეროს წარმომადგენლები დარჩნენ დახმარების გარეშე, ბევრი რაღაც იქაც გაკეთდა. კულტურის სფეროს ბევრ დაწესებულებას ფინანსური მხარდაჭერა გაეწია, მიუხედავად იმისა, რომ სრულად იყვნენ გაჩერებულები, რათა თანამშრომლები არ გაეშვათ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

დღის ამბები