29 ნოემბერი 2024,   07:57
ვრცლად
მთავრობის დამტკიცება აქციის ფონზე მიმდინარეობს - აქტივისტების თქმით, დღევანდელი პარლამენტი არალეგიტიმურია

საქართველოს მთვრობის დამტკიცება აქციის ფონზე მიმდინარეობს. პარლამენტის შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ, დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა მათი შეძახილების ფონზე მოუწიათ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დღევანდელი პარლამენტი არალეგიტიმურია.

"ვაპროტესტებთ იმას, რომ ქართველი ხალხის ნება, რომელიც იყო მრავალპარტიული პარლამენტი და პროდასავლური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა არ ასრულდა. ჩვენ გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი და ივანიშვილის ჯიბის მთავრობა, კორუფციის, კრიმინალის და რუსული გავლენის ჭაობში ჩაძირავს ქართველ ერს. არ ვაპირებთ პროტესტის შეწყვეტას, ვიდრე იქნება ერთპარტიული პარლამენტის და მთავრობის სახით,"- აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ალიკა კუპრავა. 

დღის ამბები