29 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ის 1 972 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროისთვის,  ქვეყანაში "კოვიდ-19"-ის შემთხვევების საერთო რაოდენობა 216 843-ს აღწევს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, საქართველოში კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში,  კიდევ 2 737  ადამიანი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 194 705-ს აღწევს.  

ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავა ავრცელებს.

მისივე ცნობით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი - 920 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.

 

 

დღის ამბები