დიდი ბრიტანეთში კორონავირუსის რიგით მესამე ახალი შტამი გამოჩნდა. ვირუსი სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ ორ პირს დაუდასტურდა, რის გამოც გაერთიანებულმა სამეფომ სამხრეთ აფრიკასთან ავიარეისების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ახალი რეგულაციების თანახმად, ნიუ-იორკში დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ მგზავრებს კარანტინის გავლა მოუწევთ.
კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა ისრაელშიც.
იტალია ლეტალობის მაჩვენებლებით ევროპის ქვეყნების სტატისტიკაში პირველ ადგილზე გადავიდა, სადაც კოვიდინფექციით გარდაცვალების შემთხვევებმა 70 ათასს გადააჭარბა.
კანადა კი მსოფლიოში რიგით მეორე ქვეყანა გახდა, სადაც "მოდერნას" ვაქცინა დაამტკიცეს. რუსული ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს არგენტინაში.