29 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტი წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა და მის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურები წარუდგინა.

სალომე ზურაბიშვილის განკარგულების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურაა წარდგენილი.

რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს: განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატად მაია ხაჯიშვილი.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ნინო ნიჟარაძე. ფინანსთა და ეკონომიის მინისტრობის კანდიდატად ჯაბა ფუტკარაძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი სურმანიძეა წარდგენილი.

დღის ამბები