29 ნოემბერი 2024,   07:54
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა ჯანდაცვის სექტორს სასუნთქი აპარატები გადასცა

30 სასუნთქი აპარატი საჩუქრად ჯანდაცვის სისტემას - საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ჯანდაცვის მინისტრს უმასპინძლა. სისტემის წარმომადგენლებსა და ექიმებს პანდემიის პირობებში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და სასუნთქი აპარატები გადასცა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დამატებითი დანადგარები არის გარანტია,რომ პანდემიასთან ბრძოლაში კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა იქნება შესაძლებელი. 

"ჩვენ შევძელით ჩვენი დანაზოგიდან რამდენიმე სასუნთქი აპარატი გადმოგვეცა. კიდევ ერთხელ მინდა ყველას სახელით დიდი მადლიერება გამოვხატო იმ ძალისხმევისთვის, რაც ჩაიდო მთელი სისტემის მხრიდან. ვიცი, რამდენად გადატვირთულია დღეს სამედიცინო სექტორი და მათ მინდა ვუსურვო გამძლეობა, ბედნიერი ახალი წელი, ჯანმრთელობა და თქვენი მეშვეობით მინდა ვუთხრა ყველას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად აფასებს ყველა მათ ღვაწლს ამ რთულ პერიოდში და ვისურვებდი, რომ მომავალი ახალი წელი იყოს მშვიდობიანი და წარმატების წელი", - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები