29 ნოემბერი 2024,   07:54
ვრცლად
თურქული ფინანსური ორგანიზაციების ოპერირება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არ ხდება - თურქეთის ელჩი​

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თურქეთის ელჩს შეხვდა. მთავარი საკითხი იყო ე.წ აფხაზური საბანკო პლასტიკური ბარათების, "აპრას" თურქულ ბანკებში მომსახურების საკითხი. თურქი დიპლომატი ამბობს, რომ ოფიციალური ანკარა აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ვერასდროს იქნებოდა შეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდებაზე.

ელჩის ინფორმაციით, საბანკო ბარათების და ფინანსური სერვისების საკითხი მოიცავს რუსული ბარათების გარკვეულ ჯგუფს, რომელიც სთავაზობს სერვისებს თავის მომხმარებლებს თურქეთში.

ელჩის ინფორმაციით, თურქული ფინანსური ორგანიზაციების ოპერირება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არ ხდება.

"დღეს ჩემს კოლეგებთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განვიხილე ეს საკითხი. თავიდან ეს არ წარმოადგენდა პრობლემას, როგორც ეს წარმოაჩინა პრესამ. თურქეთის მთავრობა, თურქეთის სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ვერასდროს იქნებოდა შეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდებაზე. ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია მცდარ, დაუდასტურებელ ინფორმაციას აურზაურის გამოწვევა. ასეთი შემთხვევების პრევენციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის არიდების მიზნით, ჩვენ შევთანხმდით საქართველოს მთავრობასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე. რაც შეეხება საბანკო ბარათებს და ფინანსურ სერვისებს, ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგშია და მოიცავს რუსული ბარათების გარკვეულ ჯგუფს, რომელიც სთავაზობს სერვისებს თავის მომხმარებლებს თურქეთში. მათ შესაძლებელია ჰქონდეთ შეთანხმება სხვა, სოხუმში მდებარე ფინანსურ ორგანიზაციასთან, რომელსაც არ შეუძლია თურქეთში ოპერირება. შესაბამისად, ყველაფერი ნათელია," - აცხადებს თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი.

დღის ამბები