საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს. კრემლის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა 9 ნოემბრის შეთანხმების შემდეგ რეგიონში ვითარების დასტაბილურებას გაუსვა ხაზი. მხარეებმა საკითხის მოგვარების მიზნით ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში შემდგომი კოორდინაციისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინის საკითხზეც ისაუბრეს.