29 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
Pfizer-ის და Modern-ს ვაქცინას COVID -19-ის ახალი შტამის წინააღმდეგ ტესტავენ

ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ვირუსის ახალი შტამის სწრაფად გავრცელების გამო დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლას აჩერებს ფილიპინებიც. საფრანგეთი კი გაერთიანებულ სამეფოსთან საზღვარს გარკვეული პირობებით ხსნის. კერძოდ, ბრიტანეთიდან საფრანგეთში შესვლის მსურველებმა COVID-19-ის უარყოფითი ტესტი უნდა წარადგინონ.

ბოლო 24 საათში ჰოსპიტალიზების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში.

Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინა გაიკეთა შტატების ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ. ამ ეტაპზე Pfizer-ის და Modern-ს ვაქცინას ახალი შტამის წინააღმდეგ ტესტავენ.

დონალდ ტრამპი კი კონგრესის მიერ მიღებულ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტში შესწორებების შეტანას ითხოვს. ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის მოქალაქეებისთვის განკუთვნილი დახმარება 600 დოლარიდან მინიმუმ 2 000 დოლარამდე უნდა გაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის პაკეტს ხელს არ მოაწერს.

დღის ამბები