29 ნოემბერი 2024,   04:01
ვრცლად
ჩვენი მხრიდან პლებისციტზე შეთავაზება არ განიხილება, თუმცა, დიალოგი სწორედ იმას ნიშნავს, რომ წინმსწრებად არ ვისაუბროთ - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, "ოცნება" მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესი განაგრძოს.

ანრი ოხანაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" ოპოზიციისთვის პლებისციტის შეთავაზებას არ აპირებს.

"ჩვენ მზად ვართ დემოკრატიული პროცესების ფარგლებში განვაგრძოთ მოლაპარაკების პროცესი, მით უმეტეს, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით იმართება ეს შეხვედრები. შესაბამისად, მოლაპარაკების მაგიდასთან ოპონენტები რა საკითხს დასვამენ, ვერ გეტყვით, თუმცა, ჩვენი მხრიდან, რაიმე ტიპის კონკრეტული შეთავაზება პლებისციტზე და ა.შ. არ განიხილება. თუმცა, დიალოგი სწორედ იმას ნიშნავს, რომ არა წინმსწრებად რაიმე საკითხებზე ვისაუბროთ, არამედ, სწორედ მოლაპარაკებათა მაგიდასთან შევაჯეროთ პოზიციები,"-განაცხადა მან. 

დღის ამბები