29 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
ვაქცინაციაზე მტკიცე უარი არ მაქვს, თუმცა ვინც გაიკეთებს, იმას არ უარვყოფ, ზიარებაზეც დავუშვებ - ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა "ღამის კურიერის" კითხვაზე- გაიკეთებს თუ არა ვაქცინას, განაცხადა, რომ კატეგორიული წინააღმდეგი არ არის, თუმცა მოვლენების განვითარებას დაელოდება.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ეკლესიამ ვაქცინის გაკეთების შესახებ მრევლს რეკომენდაცია მისცეს, საჭიროა, მღვდელმთავრების ინფორმირება და ამ თემაზე მსჯელობა. 

"პირადად ჩემი პოზიცია მკვეთრი უარყოფა არ არის. ამას სჭირდება ფართო მსჯელობა და ინფორმირება. 
მეცნიერება და რელიგია ერთმანეთის გარეშე, ერთი კოჭლია და მეორე ბრმა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავეცნოთ მეცნიერების და ექიმების შეხედულებებს. 
მე რომ გითხრათ, რომ ვაქცინას პირველ რიგში გავიკეთებ, არა. დავაკვირდები მოვლენებს, იმ ფაქტებს, გვერდითი მოვლენების ფაქტორებს, მაგრამ მტკიცე უარი არ მაქვს. თუმცა, ვინც გაიკეთებს, იმას არ უარვყოფ - ზიარებაზეც დავუშვებ,"-განაცხადა მიტროპოლიტმა. 

დღის ამბები