29 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
პაატა იმნაძის თქმით, რეჟიმში, რომელშიც პანდემიის გამო გვიწევს ყოფნა, ზაფხულში აღარ ვიქნებით

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ 2021 წელს ის რეჟიმი, რაც ახლა პანდემიის გამოა, აღარ იქნება.

თუმცა, იმნაძის თქმით, დაახლეობით მომდევნო ერთი წელი დისტანციის დაცვა და პირბადის ტარების აუცილებლობა შენარჩუნდება.

"მომავალ წელს ასეთ რეჟიმში ნამდვილად არ ვიქნებით. ზაფხულშიც არ ვიქნებით ალბათ ასეთ რეჟიმში. უბრალოდ, ნიღაბი და დისტანცია არსად არ წავა კაი ხანი. მომავალი წლის ზამთრამდე ნიღაბი და დისტანცია არსად არ წავიდეს, მაგრამ შეზღუდვები აღარ იქნება," - განაცხადა პაატა იმნაძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები