29 ნოემბერი 2024,   04:01
ვრცლად
მინისტრთა კაბინეტი შესაძლოა ერთი წევრით გაიზარდოს - რა განცხადებები გაკეთდა ჯანდაცვისა და განათლების მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენაზე 

პანდემია, მასთან გამკლავება და მის წინააღმდეგ ბრძოლა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის სამომავლო გეგმების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზეც მინისტრის მოვალოების შემსრულებელთან კითხვების დიდი ნაწილი სწორედ COVID-19-ს უკავშირდებოდა. თუმცა იყო სხვა საკითხებიც, მაგალითად, მისი წინამორბედი დაინტერესდა, რა კეთდება იმისთვის, რომ ჯანდაცვა მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ქვეყანაში სოციალურ მდგომარეობის შეფასებაც მოსთხოვეს. ლადო კახაძემ მინისტრობის კანდიდატისგან მაგალითების დასახელება ითხოვა, არსებობს თუ არა საქართველოში შიმშილით გარდაცვალების ფაქტები.

მინისტრის მოვალოების შემსრულებელმა დღეს იმ კრიტიკაზეც ისაუბრა, რომელიც მისი უწყების მისამართით ისმის. ტიკარაძის თქმით ჯანსაღი ოპონირება მისთვის მისაღებია, თუმცა მედპერსონალის მუშაობაზე თავდასხმას ვერ გაიზიარებს.

პანდემიის გამოწვეული პრობლემები იყო მსჯელობის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი გაანთლების მინისტრის მოვალოების შემსრულებელთანაც. მიხეილ ჩხენკელმა ვრცლად ისაუბრა თუ რა გამოწვევის წინაშე დადგა განათლების სამინისტრო COVID-19-ის გამო, მინისტრობის კანდიდატის თქმით, პრიორიტეტებში, განათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, პედაგობების ხელფასების მომატებაცაა.

მინისტრთა კაბინეტი ჯერ დამტკიცებულიც არ არის, თუმცა, შესაძლოა, ის ერთი წევრით ისევ გაიზარდოს, რადგან განათლების და სპორტის სამინისტროს, შესაძლოა, კულტურა გამოეყოს. უმრავლეოსბის წევრების ნაწილი კულტურასთან ერთად უწყებიდან სპორტის განცალკევების მომხრეცაა.

მიხეილ ჩხენკელსა და ეკატერინე ტიკარაძეს 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თითქმის 5 საათის განმავლობაში უსმენდნენ. მისი დასრულების შემდეგ კი კომიტეტებმა როგორც სამთავრობო პროგრამას ასევე მინისტრობის კანდიდატებს სრული მხადაჭერა გამოუცხადეს.

დღის ამბები