29 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
მეხუთე რაუნდის მოლოდინში -  მზაობა არის, თუმცა უცნობია როდის შედგება მორიგი დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

მეხუთე რაუნდის მოლოდინი - მზაობა არის, თუმცა არავინ იცის, როდის შედგება მორიგი დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. წინაპირობები და წითელი ხაზები იგივე რჩება.

"ნაციონალური მოძრაობა" უკვე კომპრომისად მიიჩნევს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან დაჯდომას. მეხუთე რაუნდისთვის მზაობას გამოთქვამენ, თუმცა პესიმისტური მოლოდინები აქვთ "ევროპულ საქართველოში". მათთვისაც შეთანხმება მხოლოდ ვადამდელ არჩევნებზე გადის. 

საარჩევნო კანონმდებლობისა და ადმინისტრაციის ცვლილება, ვადამდელი არჩევნების თარიღზე შეთანხმება, ან პლებისციტი - ასეთია, "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ლელოს" ძირითადი მოთხოვნები, რომელსაც პოლიტიკური ზალები მოლაპარაკების მაგიდასთან დააყენებენ.

მიუხედავად მხარეების პოზიციების დაშორებისა, შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობენ "გირჩისა" და "მოქალაქის" ლიდერები.

ხელისუფლებისთვის კი, ის რასაც ყოფილი მმართველი პარტია დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად ამ მაგიდაზე ითხოვს, მიუღებელია. 

დღის ამბები