29 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
"ზაზას ფეხი მოურჩა, თავისუფლად მოძრაობს, დიდი იმედი აქვს, მასაც გაათავისუფლებენ" - ზაზა გახელაძის ყოფილი თანამესაკნე

ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ამის შესახებ ცხინვალის ციხიდან ამ საღამოს გათავისუფლებულმა მირიან თაზიაშვილმა განაცხადა.

ის აცხადებს, რომ ბოლო პერიოდი ციხის საკანში გახელაძესთან ერთად გაატარა.

"ზაზას ფეხი მოურჩა, თავისუფლად მოძრაობს, ენატრება შვილები, ელოდება სასამართლოს და დიდი იმედი აქვს რომ მასაც გაათავისუფლებენ," - განაცხადა მირიან თაზიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე მე-6 თვეა, ცხინვალის ციხეში იმყოფება. ის კასპის რაიონიდან სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, სადაც სოკოს საკრეფად იყო წასული.

დღის ამბები