29 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ ექიმების ღირსეული ანაზღაურება მინიმუმ 3000 ლარის ფარგლებში უნდა იყოს

როგორი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ღირსეული ანაზღაურება.-  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ის დაპირების გაცემისგან თავს იკავებს, თუმცა პირობას დებს, რომ ექიმების ღირსეული ანაზღაურებისთვის, მტკიცედ, ჯიუტად და პრინციპულად იმუშავებს:

"გულწრფელად, არა როგორც დანაპირები, ვინაიდან ჩემთვის ეს ტერმინი პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი და სიტყვა, რომელსაც მე გავცემ და გავაჟღერებ შესრულებული უნდა იყოს, უნდა იყოს მინიმუმ 3000 ლარის ფარგლებში. მე ვარ დარწმუნებული ერთ რამეში, რომ მე აუცილებლად ვიმუშავებ ძალიან მტკიცედ, როგორც დღეს ბატონმა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა- ჯიუტად და პრინციპულად იმისათვის, რომ ჩვენს ექიმებს ჰქონდეთ ეს ღირსეული ანაზღაურება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები