29 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
ვითხოვდით მოლების 15 დეკემბრიდან გახსნას და სამუშაო საათების გახანგრძლივებას, თუმცა ხელისუფლებამ ჩვენი მოთხოვნებიდან არც ერთი არ გაითვალისწინა - ლევან მესხელი

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დიდ ქალაქებში სავაჭრო ობიექტები დილის 7 საათიდან საღამოს 7-მდე იმუშავებენ.

ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ საკოორდინაციო საბჭომ 24 დეკემბრიდან შეზღუდვების მინიმალურად შემსუბუქება გადაწყვიტა.

"ვითხოვდით მოლების 15 დეკემბრიდან გახსნას და ასევე სამუშაო საათების გახანგრძლივებას, თუმცა ხელისუფლებამ ჩვენი მოთხოვნებიდან არც ერთი არ გაითვალისწინა. შესაბამისად, ახლა ფორსმაჟორულ რეჟიმში გვიწევს ფუნქციონირება,"- აღნიშნავს სავაჭრო ცენტრ "სითი მოლის" დირექტორი ლევან მესხელი.

სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალის" დირექტორი ლევან ყარალაშვილის განცხადებით კი, ის ყველაფერი, რაც დღეს მთავრობამ გამოაცხადა, მათ მოლოდინებთან აცდენილია, თუმცა დარგისთვის მაინც პოზიტიური ტენდენციაა. 

სავაჭრო მოლებში უმკაცრესად უნდა იყოს დაცული რეგულაციები. შემსუბუქება არ ეხება ბაზრობებს.

დღის ამბები