რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ალექსეი ნავალნის მიერ ჩატარებულ გამოძიებას პროვოკაციად აფასებს და ე.წ. გამოძიებას უცხოეთის სპეცსამსახურების დახმარებით მომზადებულს უწოდებს.
რუსმა ოპოზიციონერმა 21 დეკემბერს ხმოვანი ჩანაწერი გაავრცელა, სადაც მის მოწამვლაში ბრალდებული დანაშაულის ჩადენის გამო წუხილს გამოთქვამს.
ნავალნის განცხადებას რუსეთის უსაფრთხოების სამსახური "ფე-ეს-ბეს" დისკრედიტაციად აფასებს.
ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა.
ნავალნის ოჯახი და ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ წევრები იმთავითვე ამბობდნენ, რომ ნავალნი მოწამლეს.