ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ციხანოვსკაიასა და ოპოზიციის სხვა წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსიის ოპოზიციის ლიდერებს ბრალად ექსტრემისტური დაჯგუფების შექმნა ედებათ.
6 ნოემბერს ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს და 14 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.
საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება, მოქალაქეები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.