სროლა იერუსალიმში. ქალაქის ძველ ნაწილში "ტაძრის მთის" შესასვლეთან 17 წლის პალესტინელმა ბიჭმა ცეცხლი ისრაელის პოლიციას გაუხსნა. შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. მოზარდი სამართალდამცველების მხრიდან საპასუხო სროლის დროს დაიღუპა. მომხდარის შედეგად მსუბუქად დაშავდა პოლიციის ერთი თანამშრომელი.
ისრაელის სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელს ეხმარებოდა.