29 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტი - დანაშაულში ოთხი პირია მხილებული

ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინეს სამართალდამცველებმა.
დანაშაულში მხილებულია ოთხი პირი, აქედან სამს პატიმრობა უკვე შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით დაამზადეს ყალბი 50 და 100 ლარიანი კუპიურები.

550 ლარის ოდენობის ყალბი ბანკნოტები მათ ქუთაისში მდებარე ბენზინგასამართ სადგურებსა და სავაჭრო ქსელში გაასაღეს. დაკავებულებს 10-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. 

დღის ამბები