29 ნოემბერი 2024,   07:54
ვრცლად
ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ პანდემიის პოზიტიური დინამიკა სადღესასწაულო პერიოდში არ შევაბრუნოთ - ჰანს კლუგე

COVID-19-ის პანდემია და საქართველო - ეს იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორის შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა.

ყურადღება გამახვილდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და საქართველოში ვაქცინაციის დაწყებაზე. საუბარი შეეხო ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობას შექმნილ რთულ ვითარებაში და ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციის კამპანიას. 

"შეხვედრა გვქონდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორთან. ჩვენ ვისაუბრეთ პირველ რიგში ვაქცინასთან დაკავშირებით. ცნობები ვაქცინის მოწოდებაზე არის იმედის მომცემი, რომ ჩვენ შეიძლება შედარებით მოკლე დროში უკვე პანდემიის დამარცხება შევძლოთ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად. სამეცნიერო წრეები, გლობალური ფარმაცევტული კორპორაციები მუშაობენ, რომ ხელმისაწვდომობა ამ კუთხით იყოს მაღალი და ჩვენი ხელისუფლებაც ძალიან აქტიურია, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა შეძლოს რეგიონში ვაქცინაციის დაწყება," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი, სადღესასწაულო დღეებში სიფრთხილის მნიშვნელობაზე საუბრობს. ჰანს კლუგეს თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოსთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს.

"პარლამენტის თავმჯდომარესთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. პირველ რიგში, გამოვხატე მადლიერება პარლამენტის მიმართ იმ სამუშაოსთვის, რომელიც მან COVID-19-ის საპასუხოდ, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების გასატარებლად გასწია. შევთანხმდით, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური დინამიკაა, თუმცა, ფრთხილად უნდა ვიყოთ სადღესასწაულო პერიოდში, რათა ეს დინამიკა არ შევაბრუნოთ," - განაცხადა ჰანს კლუგემ

დღის ამბები