29 ნოემბერი 2024,   04:00
ვრცლად
ხაშურში, საცხოვრებელ სახლში ყაჩაღობის მიზნით შეჭრილებმა 45 წლის ქალი დაჭრეს

ხაშურში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში რამდენიმე პირი ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა. ცივი იარაღით დაჭრილია 45 წლის ქალი. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ წუთებში, მას ოპერაციას უკეთებენ. 

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

დღის ამბები