29 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
ამნისტიის კანონში განსაზღვრული მუხლების ჩამონათვალი შესაძლოა გაფართოვდეს

ამნისტიის კანონში განსაზღვრული მუხლების ჩამონათვალი შესაძლოა გაფართოვდეს. კანონის პროექტის ავტორი არ გამორიცხავს, რომ არსებულ 44 საბრალდებო მუხლს კონსულტაციების შედეგად სხვა მუხლებიც დაემატოს.

ბიუროს სხდომის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან ამნისტიის გაფართოების მოთხოვნით აქცია გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა ადვოკატებმა და მსაჯვრდებულთა ოჯახის წევრებმა პროექტის შინაარსი გააპროტესტეს და მუხლების დამატება მოითხოვეს. 

კანონის დღევანდელი ვერსიით, საპატიმროებს ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად წოდებული პირები ვერ დატოვებენ. ოპოზიციის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჰუმანური აქტი პოლიტიკურ აქტად აქცია. ხელისუფლების ოპონენტები იმასაც ამბობენ, რომ ამნისტია კრიმინალებისთვის ვალის დაბრუნების აქტია.

ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამნისტია მუხლებს ეხება და არა პერსონებს. "ქართულ ოცნებაში" ადასტურებენ, რომ დისკუსიის შედეგად კანონის საბოლოო ვერსიაში შესაძლოა ახალი მუხლები გაჩნდეს.

დღის ამბები