29 ნოემბერი 2024,   03:57
ვრცლად
საქართველო შეზღუდვების შემსუბუქების მოლოდინში - სპეციალისტები ინფიცირების ზრდის რისკზე საუბრობენ

იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო საშობაოდ რეგულაციებს კიდევ უფრო ამკაცრებს, საქართველოში 24 დეკემბერს შეიძლება შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდეს.

სპეციალისტების პროგნოზით, რეგულაციების თუნდაც ნაწილობრივი მოხსნა კორონავირუსით ინფიცირების რისკს კვლავ გაზრდის.

რეგულაციების შემსუბუქება დრამატულად მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორისთვის. მათ მთავრობას საკუთარი ხედვებიც წარუდგინეს - როგორ შეიძლება თავიდან აიცილონ სავაჭრო ობიექტებმა მომხმარებელთა რიგები.

შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ მთავრობას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ექსპერტებთან, მედიკოსებთან და ბიზნესსექტორთან კონსულტაციები კვლავ გრძელდება.

დღის ამბები