29 ნოემბერი 2024,   03:57
ვრცლად
მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში - "ქართული ოცნების" მომავალ მინისტრთა კაბინეტს კითხვებს მხოლოდ იმავე "ქართული ოცნების" დეპუტაცია უსვამს

მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში - "ქართული ოცნების" მომავალ მინისტრთა კაბინეტს კითხვებს მხოლოდ იმავე "ქართული ოცნების" დეპუტაცია უსვამს.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენა ახლადშეკრებილ პარლამენტში დილის 10 საათიდან დაიწყო.

სხდომათა დარბაზში მყოფი ახალი დეპუტატებისთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც წარდგენილ კანდიდატებთან კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცათ, ტრიბუნასთან მდგომებს კი ამ პროცესის გამოცდილება უკვე ჰქონდათ, წინა მოწვევის პარლამენტში. ამჯერად განსხვავება ის იყო, რომ ყოველი კითხვის ავტორი მხოლოდ მმართველ გუნდს წარმოადგენდა.

ოპოზიციის არყოფნა პირველივე საკითხი აღმოჩნდა ტრიბუნასთან მისული პირველივე მინისტრისთვის.

5-მა საპარლამენტო კომიტეტმა ერთდროულად 4 კანდიდატს უსმინა, ვინც ძირითადად მთავრობის ეკონომიკური გუნდი უნდა წარმოადგინოს. ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატთან კითხვები ახალთან ერთად ძველ პროექტებსაც ეხებოდა.

პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი კანდიდატების მოსმენა ხვალაც გაგრძელდება.

გაერთიანებულ კომიტეტებზე ძალოვანი უწყებების, ჯანდაცვის, განათლების, შერიგების და იუსტიციის მინისტრობის კანდიდატებს ელოდებიან.

დღის ამბები