29 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
ახალ შტამთან მიმართებით ჯერჯერობით პესიმისტური სცენარი არ ჩანს, ამიტომ ძალიან საშიში არ არის - ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ ეტაპზე პესიმისტური სცენარის განვითარების მოლოდინი არ არის.

მისივე თქმით, განსაკუთრებით საშიშია ვირუსის ისეთი მუტაცია, რომლის შედეგად ვირუსი იმუნურ სისტემას გვერდს უვლის. 

"ჩვენ გვეშინია, რომ ვირუსი სხვა სახით არ მოგვევლინოს. ანუ, იმუნურ სისტემას არ გაექცეს. იმუნური სისტემისგან გაქცევა, ერთი მხრივ, ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს ინფექცია, რეინფიცირების რისკის ქვეშ დგებიან, რეინფიცირება მასობრივ ხასიათს მიიღებს და შეიძლება ვაქცინასაც შემოუაროს. ჯერჯერობით ასეთი პესიმისტური სცენარი ახალ შტამთან მიმართებაში არ ჩანს, ამიტომ, ძალიან საშიში ეს არ არის,"- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა "დღის კურიერის" ეთერში.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას კვების და ძილის რეჟიმი მოიწესრიგონ და ჯანსაღად იკვებონ, რაც იმუნოდეფიციტის რისკს ამცირებს. 

"ამის სრულფასოვნად განხორციელება შეუძლებელია. ადამიანების უდიდეს ნაწილს რაიმე სერიოზული იმუნოდეფიციტი არ აქვს. ეს არის გენეტიკური, იშვიათი დაავადებები. ამიტომ, მსუბუქი, წარმავალი იმუნური სისტემის ნაკლოვანება განპირობებული არის იმით, რომ ადამიანები სრულფასოვნად არ იკვებებიან, როდესაც ადამიანებს ბევრი სტრესი აქვთ, ძილი და ფიზიკური აქტივობა არ აქვთ მოწესრიგებული. თუ აქედან სამს მაინც დავაბალანსებთ, ჩვენი იმუნური სისტემა მეტ-ნაკლებად კარგად იმუშავებს, აქ რაიმე მზა რეცეპტი ან მედიკამენტი, ბუნებრივია, არ არსებობს,"- განაცხადა მან. 

დღის ამბები