ახალციხეში, კეცხოველის ქუჩაზე, მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს. მარკეტში "თეო თეო" შეიარაღებული პირი შეიჭრა და თანხის წაღება სცადა.
ინციდენტის დროს მაღაზიაში გამყიდველი იმყოფებოდა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
მაღაზიას ყვითელი ლენტი აქვს შემოვლებული. წაიღო თუ არა უცნობმა პირმა თანხა - დეტალები უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომელიც გულისხმობს ძარცვას ძალადობით. 35 წლამდე მამაკაცი ადგილზევე დააკავეს.