29 ნოემბერი 2024,   03:58
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში ვირუსის ახალ შტამზე დაკვირვება მიმდინარეობს და თუ ცვლილებები დიდი არ იქნება, ვირუსთან საბრძოლველად არსებული ვაქცინა იმოქმედებს - ტატა ქებაძე

ვირუსოლოგი, "იმპერიალ კოლეჯის" ლაბორატორიის სპეციალისტის ტატა ქებაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამი დიდი ბრიტანეთში, თავდაპირველად კენტში, დაახლოებით სექტემბრის ბოლოს გამოჩნდა, ნოემბერში კი უკვე ლონდონში დაფიქსირდა.

"მუტაცია განიცადა ვირუსმა, განიცადა იმ ადგილას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვირუსის სტრუქტურაში. სამი ძირითადი ფაქტორი უნდა აღინიშნოს, რატომ ატყდა ეს პანიკა, იმიტომ, რომ მუტაციები სხვა დროსაც ხდებოდა ვირუსებში, იმიტომ, რომ ძალიან იოლად და სწრაფად ვრცელდება, ცვლილება არის ვირუსის მნიშვნელოვან ნაწილში და სხვა მუტაციებს დომინირება გაუკეთა. თუ ნოემბერში ახალი შემთხვევებიდან 1/4 იყო ახალი მუტაციის, დეკემბრის დასაწყისში 3/4 ახალი შტამი იყო,"- აცხადებს ტატა ქებაძე.

როგორც ვირუსულოგი ამბობს, დეკემბრის დასაწყისში ვირუსის გავრცელების სტატისტიკამ დიდ ბრიტანეთში რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ მოიმატა. 

"ბრიტანეთში 2 დეკემბერს რეგულაციები შეამსუბუქეს და ყველაფერი გახსნეს, რაც თავისთავად სტატისტიკის მომატებაში აისახა და ამასთან ყურადღება უნდა მიექცეს ახალ შტამს, მაგრამ რომ იძახიან, 70 % სწრაფად ვრცელდება, ამ 70 %-ში რამდენია მუტაციის წილი და რამდენი შეზღუდვების შემსუბუქების, საკითხავია,"-განაცხადა "დღის კურიერში" ტატა ქებაძემ.

მისივე თქმით, გაერთიანებულ სამეფოში თუ კოვიდინფიცირებულებს სუნთქვის გაძნელება არ აქვთ, პაციენტები სახლში სიცხის დამწევი პრეპარატებით მკურნალობენ. 

ვირუსოლოგის თქმით, ამ ეტაპზე ბრიტანეთში ვირუსის ახალ შტამზე დაკვირვება მიმდინარეობს და თუ ცვლილებები ძალიან დიდი არ იქნება, მაშინ ვირუსთან საბრძოლველად არსებული ვაქცინა იმოქმედებს.

დღის ამბები