29 ნოემბერი 2024,   03:53
ვრცლად
თუ პარტია საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობაზე უარს ამბობს, ლოგიკურია შესაბამისი დაფინანსება არ გადაეცეს - მამუკა მდინარაძე 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობით, საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

მისივე განცხადებით, ლოგიკურია, შეუწყდეთ დაფინანსება იმ პარტიებს, ვინც საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვაზე უარს ამბობს. 

"მხოლოდ მიღებული ხმების რაოდენობა თუ არის კრიტერიუმი, მიიღებს თუ არა რომელიმე პარტია დაფინანსებას, რატომ ვერ იღებენ ამ დაფინანსებას არასაპარლამენტო პარტიები, მათ ხმები არ მიუღიათ? რაღაც რაოდენობა ხომ ყველამ მიიღო. ანუ, დაფინანსება, მოქმედი კანონმდებლობით, პირდაპირაა მიბმული იმასთან, კონკრეტულმა პარტიამ გადალახა თუ არა ბარიერი და გახდა თუ არა ის საპარლამენტო პარტია. თუ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობაზე უარს ამბობს კონკრეტული პარტია, ლოგიკურია, რომ მას შესაბამისი დაფინანსება არ გადაეცეს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები