29 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
რუსეთს, რომელიც ოკუპანტი ძალაა, გაასმაგებული აქვს მცდელობები, რომ საქართველოს საკითხი გაქრეს საერთაშორისო დღის წესრიგიდან - დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას  გაასმაგებული აქვს მცდელობები, რომ საქართველოს საკითხი მთლიანად გაქრეს საერთაშორისო დღის წესრიგიდან. 

ამის შესახებ ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

"რუსეთის ფედერაციას, რომელიც ოკუპანტი ძალაა, გაასმაგებული აქვს მცდელობები, რომ საქართველოს საკითხი მთლიანად გაქრეს საერთაშორისო დღის წესრიგიდან. მე რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ - ისინი აქტიურად ცდილობენ ნარატივის დამკვიდრებას, რომ სიტუაცია საქართველოში არის განსხვავებული, ვიდრე უკრაინაში. აქედან გამომდინარე მათი ნარატივია, რომ საქართველო უნდა შეეგუოს "ახალ რეალობას" და დაიწყოს იმ ვალდებულებებზე საუბარი, რაც რუსეთს ეკისრება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და ამის გადატანა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობაში," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

პარლამენტში ეკონომიკური გუნდის მოსმენა 6 საათი გაგრძელდა მთავრობის. "ქართულ ოცნებას" სამოქმედო გეგმა ოთხმა მინისტრმა წარუდგინა. ამ წუთებში კი საკანონდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს უსმენენ.

დღის ამბები