გორში, სტალინის დაბადების დღის 141-ე წლისთავს აღნიშნავენ. დღეს, სავარაუდოდ პანდემიის გამო, კომუნისტები და სტალინელები შედარებით მცირე რაოდენობით შეიკრიბნენ და ამ მიზეზით ტრადიციული მსვლელობა სტალინის მუზეუმიდან ცენტრალური მოედნის მიმართულებით აღარ შედგა.
მათ მხოლოდ მიტინგი გამართეს სტალინის მემორიალურ სახლთან. აქვე მოვიდა გარდაცვლილი ეპისკოპოსის ილარიონის მრევლი. მათ თან მოიტანეს სტალინის "ხატი" და მუზეუმის ეზოში ლოცვა გამართეს.