29 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში განთავსებული აშშ-ის საელჩოს მიმართულებით 8 რაკეტა ისროლეს

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში განთავსებული აშშ-ის საელჩოს მიმართულებით 8 რაკეტა ისროლეს.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შემდეგ ამოქმედდა დიპლომატიური წარმომადგენლობის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელიც რაკეტებს ჰაერშივე ანადგურებს. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სარაკეტო იერიშის შედეგად დიპლომატიური კომპლექსი უმნიშვნელოდ დაზიანდა.

ერაყის სამხედრო ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ე.წ. მწვანე ზონის მიმართულებით რაკეტების გაშვების შემდეგ ერაყის არმიის ერთი სამხედრო დაშავდა, ასევე რამდენიმე ავტომობილი და საცხოვრებელი კომპლექსი დაზიანდა.

დღის ამბები