29 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
ანაკლიის პორტი კვლავაც ჩვენი პრიორიტეტია, სამწუხაროა რომ ეს პროექტი დაგვიანდა, 2020 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა -  ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით,  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პრიორიტეტად რჩება.

თურნავას თქმით, სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის დიდ მნიშვნელობას საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იძენს.

"ანაკლიის პორტი კვლავაც არის ჩვენი პრიორიტეტი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროექტი დაგვიანდა, 2020 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა. ჩვენ მთავრობის დავალებით ამ პროექტზე მუშაობას ვაგრძელებთ. მომავალ წელს განვაახლებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ამის საფუძველზე დავიწყებთ ინვესტორებთან მუშაობას," - განაცხადა ნათია თურნავამ. 

დღის ამბები