29 ნოემბერი 2024,   07:56
ვრცლად
ტოკიოში მოეწყო სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმული ბაიკერების აღლუმი, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული

ტოკიოში სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმული ბაიკერების აღლუმი მოეწყო. ყოველწლიური აღლუმი ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული.

მონაწილეების განცხადებით, 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, კიდევ უფრო მეტი ბავშვი იყო დაუცველი.

ყოველწლიური ღონისძიება ტოკიოში "ჰარლი სანტას კლუბის" მიერ 2008 წლიდან დამკვიდრდა. აღლუმი, რომლის დროსაც "ჰარლი დევიდსონის" მფლობელი ბაიკერები ბავშვებს სათამაშოებს გადასცემენ, ტრადიციად იქცა შობის პერიოდში.

ღონისძიებაში, როგორც წესი, ასობით ბაიკერი მონაწილეობს, თუმცა წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, აღლუმში მონაწილეობა დაახლოებით 100-მა ბაიკერმა მიიღო.

დღის ამბები