შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სუსის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს. 31 წლის მამაკაცი თბილისში აიყვანეს. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია 100 აბზე მეტი "ექსტაზი".
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.